Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის,მაგრამ დამღლელი.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.დღევანდელ დღეს ვისწავლე პროექტის პრეზენტაციის წარდგენა და ბლოგზე ატვირთვა(ჩაშენება).გუგლის გამოყენებით მოვიძიე შაბლონები.დასრულებული პრეზენტაცია ავტვირთე Google Drive ზე და გავასაჯაროე.ემბედ კოდის საშუალებით ბლოგზე ჩავაშენე ჩემი პრეზენტაცია.რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის,თუმცა თავი გავართვი ტრენერის დახმარებით.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


Monday, July 9, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

             

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.დასაწყისში გავიხსენე წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.დავასრულე პროექტის მიმართულების საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება და ჩავწერე პროექტის გეგმაში..განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები.გავიგე რა არის მიზანი და როგორი უნდა იყოს პროექტის შეფასება.

Sunday, July 8, 2018

           

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ იცვლება სამყარო?
თემატური კითხვები
1.როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები?
2.რით არის განსაკუთრებული მათი ისტორია?

შინაარსობრივი კითხვები
1.რა იცით ეგვიპტური პირამიდების შესახებ?
2.როგორ აგებდნენ პირამიდებს?
3.ვინ იყვნენ ფარაონები?

Friday, July 6, 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეც საინტერესო იყო ჩემთვის,თუმცა ცოტა დამღლელიც.კოლეგებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.ვისწავლეთ როგორ განვსაზღვროთ სტანდარტები და შევიმუშავოთ მიზნები სასწავლო პროექტისთვის.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და ვისწავლეთ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება.როგორ ჩამოვაყალიბოთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვა.

Wednesday, July 4, 2018

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე საინტერესო იყო ჩემთვის.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.ვისაუბრეთ ტრადიციული სწავლების შესახებ.გავეცანიპორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.ვიმსჯელეთ პროექტებზე.ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება.მოვიძიეთ შესაბამისი სურათები,ფონი,ჩარჩო და ჩავსვით ბუკლეტის გვერძე. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში.