Saturday, July 21, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია.

ტრენინგის ბოლო დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.დავასრულე მოსწავლის ინსტრუქციებზე მუშაობა.ყურადღებით წავიკითხე პროექტის გეგმა და შევასწორე ხარვეზები.ჩემი პორტფოლიო ავტვირთე გუგლ დრაივზე. გავეცანი მონაწილეების პორტფოლიოებს და დავუწერე კომენტარები.ძალიან საინტერესო იყო ეს ტრენინგი ჩემთვის.დიდი მადლობა ნინოს

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ,დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი

Thursday, July 19, 2018

მერვე დღის რეფლექსია

ეს დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.განვიხილეთ შემდეგი თემები:ისტ-ის სტანდარტი ესგ-დან.გავეცანით ფასილიტაციას და ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.გავხსენით padlet.com ფანჯარა,შევქმენით ცარიელი დაფა და ჩავაშენეთ ბლოგში.გუგლ ფორმში გავაკეთეთ გამოკითხვა და  ჩავაშენეთ  ჩვენს ბლოგში

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.დასაწყისში გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.შევავსეთ თვითშეფასების კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.განვიხილეთშეფასების სქემები და რუბრიკები და ჩემი პროექტისთვის შევქმენი რუბრიკები.ასევე სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენი რესურსი სსსმ მოსწავლესთვის.

Friday, July 13, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.დავათვალიერეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და დავწერეთ კომენტარები.გავაგრძელე გეგმის შაბლონის შევსება,შევავსე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და დავიწყე სასწავლო პროცედურების შევსება.პოვერ პოინტში შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი თემაზე "ეგვიპტის პირამიდები".ამ პრეზენტაციისთვის გამოვიყენე გუგლში მოძიებული სურათები და ინფორმაცია. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.

Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის,მაგრამ დამღლელი.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.დღევანდელ დღეს ვისწავლე პროექტის პრეზენტაციის წარდგენა და ბლოგზე ატვირთვა(ჩაშენება).გუგლის გამოყენებით მოვიძიე შაბლონები.დასრულებული პრეზენტაცია ავტვირთე Google Drive ზე და გავასაჯაროე.ემბედ კოდის საშუალებით ბლოგზე ჩავაშენე ჩემი პრეზენტაცია.რთული აღმოჩნდა ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის,თუმცა თავი გავართვი ტრენერის დახმარებით.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


Monday, July 9, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

             

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო ჩემთვის.დასაწყისში გავიხსენე წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.დავასრულე პროექტის მიმართულების საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება და ჩავწერე პროექტის გეგმაში..განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები.გავიგე რა არის მიზანი და როგორი უნდა იყოს პროექტის შეფასება.

Sunday, July 8, 2018

           

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ იცვლება სამყარო?
თემატური კითხვები
1.როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები?
2.რით არის განსაკუთრებული მათი ისტორია?

შინაარსობრივი კითხვები
1.რა იცით ეგვიპტური პირამიდების შესახებ?
2.როგორ აგებდნენ პირამიდებს?
3.ვინ იყვნენ ფარაონები?

Friday, July 6, 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეც საინტერესო იყო ჩემთვის,თუმცა ცოტა დამღლელიც.კოლეგებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.ვისწავლეთ როგორ განვსაზღვროთ სტანდარტები და შევიმუშავოთ მიზნები სასწავლო პროექტისთვის.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და ვისწავლეთ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება.როგორ ჩამოვაყალიბოთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვა.

Wednesday, July 4, 2018

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე საინტერესო იყო ჩემთვის.გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.ვისაუბრეთ ტრადიციული სწავლების შესახებ.გავეცანიპორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.ვიმსჯელეთ პროექტებზე.ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება.მოვიძიეთ შესაბამისი სურათები,ფონი,ჩარჩო და ჩავსვით ბუკლეტის გვერძე. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში.